არ ჩაერიოს იქ, სადაც არ არის მაგის ჩასარევი - მაჭარაშვილი პრეზიდენტს
"არ ჩაერიოს იქ, სადაც არ არის მაგის ჩასარევი," - ასე აფასებს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის განზრახვას შეხვდეს პატრიარქს და შეიწყალოს მთავარი არხის გენერალური დირექტორი.
მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პატრიარქთან შესახვედრად გამოხატულ მზაობაზე ალაპარაკდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს და მოუწოდებენ ამ საკითხის აირგვლივ არსებულ ბალანსი არ დაარღვიოს.
თუ მაინცდამაინც განცხადების გაკეთება უნდა, კი ბატონო, საქართველოსთვის და საქართველოს საზოგადოებისთვის სასარგებლო განცხადებები გააკეთოს და რაც შეეხება შეწყალებებს, ვიმეორებ, რომ ამ ნაწილში მაინც, ამ ეტაპზე ინარჩულებს გარკვეული წილის ბალანს და კარგი იქნება თუ ამას ბოლომდე შეინარჩუნებს. სალომე ზურაბიშვილის უკან ვინ დგას და ეს, დაახლოებით, ვიცით, მაგრამ საჯაროდ ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს სათქმელი, თუმცა, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მინიმუმ არ მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებით ხოლმე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.