სააკაშვილი მიუნჰაუზენია - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტს მიუნჰაუზენს უწოდებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობას სიმულანტობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მან სტრატეგია შეიცვალა.
სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი: სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშილი კვდებოდა. ეს, უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყელაფერი ბოლომდე გაირკვა,. თითოეული ადამიანისთის, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი იყო მართალი, მათაც კი გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის, აუბრალოდ, მიუნჰაუზენი, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის მიღება მოითხოვა. "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი კი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.