"ჩემი მოწამვლა პუტინისგან მოკითხვაა" - მიხეილ სააკაშვილი
„ჩემი მოწამვლა პუტინისგან მოკითხვაა“ - ეს სიტყვები საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გავლენიან ონლაინ გამოცემას Express.co.uk-ს მიწერა. გამოცემა აქვეყნებს სტატუას სათაურით - "პუტინის რევანში - ექსპრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ციხეში მოწამლეს".
"ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო გამოცემას ატყობინებს, რომ მისი ავადმყოფობა მოწამვლის ბრალია, დამკვეთი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.
ჩემი მოწამვლა პუტინისგან მოკითხვაა. გამოკეტილი ვარ კლინიკაში, პოლიტიკური პროცესებიდან სრულად იზოლირებული. ვერავინ ახერხებს ჩემს მონახულებას - არცერთი ქართველითუ უცხოელი დეპუტატი, ამერიკელი სენატორიების, ევროპარლამენტარების ჩათვლით, არც უკრაინელ მაღალჩინოსნებს აქვთ ნებართვა ჩემს მოსანახულებლად,“ - წერს სააკაშვილი უცხოურ გამოცემას.
საერთაშორისო მედია პარალელს ავლებს პუტინის კიდევ ერთ სამიზნესთან - ლაექსეი ნავალნისთან და წერს, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ამტკიცებს, რომ პუტინი ოპონენტებს ციხეში ნელ-ნელა კლავს.