„ნატოში“ გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა - „სტრატეგია აღმაშენებელი" ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

19.06.23 13:55
„ნატოში“ გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა - „სტრატეგია აღმაშენებელი" ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

„ნატოში“ გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და უსაფრთხოების გარანტიები - „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავენ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრები გაიმართება თითქმის ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტში, მათ შორის სენატსა და კონგრესში. ორმხრივი შეხვედრების მთავარი მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და აშშ-ში საქართველოს გამოწვევების აქტუალიზაციაა.

"სტრატეგია აღმაშენებელს“ შეხვედრები ექნება სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ყველა მნიშვნელოვან სააგენტოში, როგორიც არის „ამერიკის განვითრების სააგენტო“.  ასევე „IRI“, „NDI“ და ექსპერტულ წრეებთან. შეხვედრების მთავარი თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება იქნება. იმას, ასაც აზიანებს “ქართული ოცნება”, ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია მოვახდინოთ და ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: „ნატოში“ გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და რაც მთვარია, უსაფრთხოების გარანტიები,“ - აცხადებს ჩიხლაძე.

მსგავსი სიახლეები