"ოცნება" აქტივისტებს "აღვირახსნილებს" უწოდებს და მოძალადეეებს იცავს

19.06.23 14:03
"ოცნება" აქტივისტებს "აღვირახსნილებს" უწოდებს და  მოძალადეეებს იცავს

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ გახშირებული თავდასხმების უკან ოპოზიცია და კრიტიკული მედია დგას. ამასთან, ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება, აღვირახსნილ ქმედებებს დაუპირისპირდნენ. 

ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში არის ჩვენი პარტია „ქართული ოცნება“ თავისი 42 ათასი წევრით. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება დაუპირისპირდნენ იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომლებსაც გეგმავს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელსაც გეგმავს კეზერაშვილი, იმიტომ, რომ ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი ხოშტარიასთან ერთად. პირდაპირ მან დააორგანიზა და დააფინანსა, პატარა ჰონორარები გადაიხადა, - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები