ძალადობას ფინანსურად ახალისებენ - კალაძე ახალგაზრდების წინააღმდეგ

19.06.23 14:20
ძალადობას ფინანსურად ახალისებენ - კალაძე ახალგაზრდების წინააღმდეგ

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი იმ არასამთავრობო ორგანიზაცეიბის ფინანსებით ინტერესდება, რომლებიც თბილისის ქუჩებში გამოდიან და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ. კახა კალაძე ირწმუნება, რომ ამ ჯგუფს თანხას უხდიან და გადატრიალებისთვის იყენებენ. 

ძალიან ცუდია, როდესაც ხდება ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება და დაფინანსება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყობს ხელს იგივე ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე როდესაც მიდის საუბარი, დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო, - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები