ჯარიმა თუ 15-დღიანი პატიმრობა - ჯაფარიძე-მოსიაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

19.06.23 14:57
ჯარიმა თუ 15-დღიანი პატიმრობა - ჯაფარიძე-მოსიაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ჯარიმა თუ 15-დღიანი პატიმრობა - მარტის აქციების დროს დაკავებული ჯაფარიძე-მოსიაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება 28 ივნისამდე გადადო.

დაცვის მხარეს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუას მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

მარტის აქციების დროს, როდესაც მოქალაქეები „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ, 134 პირი დააკავეს. მათგან 133-ს შსს ადმინისტრაციულ დანაშაულს – წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას, ერთს კი – სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საპროტესო აქციაზე პოლიტიკოსებიც დააკავეს, მათ შორის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი და პარტიის წევრი ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. ადვოკატის თქმით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს და მას დაჭერის შემდგომაც სცემეს და „ურტყამდნენ იმიტომ, რომ ლაპარაკობდა“.
 

მსგავსი სიახლეები