თსუ პუტინისტების და ზონდერების ბუდედ გადააქციეს - ლევან ხაბეიშვილი

19.06.23 15:26
თსუ პუტინისტების და ზონდერების ბუდედ  გადააქციეს - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმდჯომარე თსუ-ში სტუდენტის, ლუკა შველიძის ცემის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნივერსიტეტი პუტინისტეების და ზონდერების ბუდედ გადააქცია. ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ერთი-ერთში რუსული რეჟიმის მსგავსად იქცევა. 

ხელისუფლება, რომ გადასულია ძალადობრივ ქმედებებზე, ოღონდ დღეს საზოგადოებაში უნდათ გააჩინო, როგორი მაგრები და ბატალურები არიან არადა რეალობაში პოლიტიკაში, რომ არ ვარგიან, პუტინს რომ მიჰყიდეს და რუსეთს სული, ამასობაში არც ქუჩაში არ ვარგა  ეს ხალხი, პირდაპირ ვთქვათ, რომ 10 და 15 კაცი, რომ მიესევა ახალგაზრდა ადამიანს და გალახავს ეს არსად არ წერია, მითუმეტეს, როცა შემდეგ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს უნივერსიტეტი, მათ შორის არასტუდენტი ზონდერების დაჯგუფებები და ბანდფორმირებები ჰყავთ ჩამოყალიბებული. ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნება წავა ყველაფერზე და აუცილებლად ეს ხალხი ესვრის ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ლიდერს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ნაბიჯ-ნაბიჯ როგორც პუტინის რეჟიმი იქცევა, ისევე იქცევა ბიძინა ივანიშვილი, - ლევან ხაბეიშვილი
 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ლუკა შველიძე "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ჯერ კიბიდან დააგორეს, შემდეგ კი სცემეს. ახალგაზრდა ტვინის შერყევით საავადმყოფოშ მოხვდა. 

მსგავსი სიახლეები