„სიბინძურის პროპაგანდა“ - კალაძის ჰომოფობიური განცხადება „მაკდონალდსზე“

19.06.23 15:32
„სიბინძურის პროპაგანდა“ - კალაძის ჰომოფობიური განცხადება „მაკდონალდსზე“

თბილისის მერი მაკდონალდსის წინააღმდეგ -  ქართული ოცნების ჰომოფობიურ პროპაგანდა დღეს კახა კალაძემ გააგრძელა. 

მგონი ყველაფერი ნათელია და ყველაფერი ცხადია. როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს ეს და სადაც არ უნდა იყოს. როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობებზე.

შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში", - აცხადებს კალაძე. 

მსგავსი სიახლეები