საქართველოდან გადის ქართული გენი - ჯანდაცვის მინისტრი სუროგაციის აკრძალვაზე

19.06.23 15:35
საქართველოდან გადის ქართული გენი - ჯანდაცვის მინისტრი სუროგაციის აკრძალვაზე

„სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა და საქართველოდან გადის, როგორც ქართული გენი, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ არასწორი მიზნებისთვის,“ - ასე ხსნის ჯანდაცვის მინისტრი სუროგაციის შესახებ კანონის საჭიროებას.

ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი დიდ საფრთხეებს დააზღვევს, მათ შორის იმას, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ არ მოხვდეს. 

მინისტრის თქმით, შეეცდებიან პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.

მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება. სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა და საქართველოდან გადის, როგორც ქართული გენი, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ არასწორი მიზნებისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.

სუროგაციის შესახებ კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

მსგავსი სიახლეები