მარცხის შიში აქვს ქართულ ოცნებას - პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
„მარცხის შიში აქვს ქართულ ოცნებას“ - ასე ააფსებს ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიიტიკაში დაბრუნების შემდეგ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება დაანონსა, ქართული ოცნების ლიდერები ცდილობენ დაამტკონ, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნებას არ დაანონსებდა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილებამ სახელისუფლებო პარტიაში შიში გააჩინა. ცისკარიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოჯანმრთელდება, მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ქართულ პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩართვის.
მიშა სააკაშვილის რომ ეშინიათ, იმიტომ აქვს ასეთი აბსურდული ბრალდებებით მისჯილი 6-წლიანი ვადა, საერთოდ, რისთვის იხდის ეს ადამიანი სასჯელს, გაუგებარია - რა 7 ნოემბერი, რა იჯაკების საქმე, შეწყალების საქმე, რომელიც დააკვალიფიცირეს ვითომ გირგვლიანის საქმე, რომელსაც გირგვლიანის ტრაგედიასთან არაფერი კავშირი არ აქვს, როდესაც სამხედროების შეწყალება მოხდა, ასე აქვთ ყველაფერი შავით თეთრზე ნაკერი, პირდაპირ აკემსილი მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ, როგორც მიზანში ამოიღეს, როგორც მთავარი საფრთხე ამ რეჟიმის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის და მიუსაჯეს სასჯელი,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
პეტრე ცისკარიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესის გადადებასაც გამოეხმაურა, რადგან მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ ყველა სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, დღევანდელი სხდომა გადაიდო. ცისკარიშვილმა შეაფასა ასევე სააკაშვილის საქმის მოსამართლის ლია ორკოდაშვილის განცხადება, რომელმაც პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღიარა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე განაჩენის გამოცხადება სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
გასაგებია, რომ სასამართლოს მართავს კლანი, თუმცა, ჯერ კიდევ ვერ გადაიბირეს მოსამართლეთა 100 პროცენტი. აქედან გამომდინარე, არის გარკვეული გამონათებები, არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ღირსება, რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი კომპეტენციის მიხედვით გამოიტანონ განაჩენები და არა ზემოდან, ივანიშვილის და კლანის მითითებით. ამ ტიპის საკითხთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება ქართული ოცნების გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებას, სადაც კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია განადგურებულია, საპირისპიროს ამტკიცებს პეტრე ცისკარიშვილი. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერების მსგავსი განცხადებები ადასტურებს ერთადერთს, რომ მმართველი ძალა აგონიაშია და დამარცხების შიში აქვთ.