ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა - სააკაშვილი
მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გახდა მთავარი ჰაბი იმ ნაცრისფერი სქემების, რომლითაც უკრაინელების მკვლელი რაკეტები კვებავენ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" გავრცელებულ მორიგ წერილში წერს.
მისი თქმით, ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა.
საქართველოდან რუსეთში მაცივრების და სარეცხი მანქანების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, სომხეთიდან და თურქეთიდან ტრანზიტი საქართველოს გავლით მიმდინარეობს.
ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ყველაფერს გავაკეთებ ამის შესაცვლელად.