ყოველდღე ემატება ახალი მოშიმშილე, პირამოკერილი, თვალებამოკერილი, ვენებგადაჭრილი - ეს კატასტროფაა - გაფიცული მაღაროელი
„ყოველდღე ემატება ახალი მოშიმშილე, ახალი პირამოკერილი, თვალებამოკერილი, ვენებგადაჭრილი - ეს კატასტროფაა,“ - ეს განცხადება ჭიათურიდან თბილისში აქციის გამართვის მიზნით ჩამოსულმა მაღაროელმა.
გაფიცული მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები დაჩქარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიათურა და ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ზარალ;ის წინაშე აღმოჩნდებიან.
გაფიცული თანამშრომლისთვის კომპანიის შეთავაზება, რომ ხელფასი მხოლოდ 5 პროცენტით გაიზარდოს, მიუღებელია.
აქციის და შიმშილობის ვადა არ არის დაგეგმილი, ეს არის უვადო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოკლე ვადაში მოლაპარაკების გზით მივიდეთ იმ შეთანხმებამდე, რაც გადაარჩენს ჭიათურას და ჭიათურელებს. ვცდილობთ, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ შეუქცევადი პროცესი არ გაგრძელდეს დიდხანს, ტირემ ქალაქი ამდენს ვერ გაუძლებს. ყოველდღე ემატება ახალი მოშიმშილე, ახალი პირამოკერილი, თვალებამოკერილი, ვენებგადაჭრილი - ეს კატასტროფაა იმ პატარა ქალაქისთვის, როგორიც ჭიათურაა,“ - ამბობს მიქაცაძე.
ამ დროისთვის პროტესტის ორი ლოკაცია რ5ჩება - გაფიცული მაღაროელები აქციას მართავენ, როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში.
ჭიათურიდან თბილისში ჩამოსული აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიას ხელფასს არ ზრდის. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადებას, დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას, შვებულებით სარგებლობის უფლებას, ტექნიკურ განახლებას, ულუფის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გაკონტროლებას ითხოვენ.