ვინ არის მთავარი პოლიტპატიმარი - "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა
ვინ არის მთავარი პოლიტპატიმარი - "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა - ხაბეიშვილის ფლანგი ამტკიცებს, რომ მთავარი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეგობარი და პარტიის ძველი წევრი, ეკა ხერხეულიძე ამ განცხადებამ იმდენად გააბრაზა, რომ თანაგუნდელები ღიად გააკრიტიკა და საჯარო კითხვა დაუსვა - რატომ არ განიხილავენ მთავარ პატიმრად ნიკა გვარამიას.
ახლად დაკომპლექტებულ ნაცმოძრაობას ხერხეულიძე ურჩევს, ექსპრეზიდენტის სტატუსები იკითხონ და კომიკურ მდგომარეობაში არ ჩაიგდონ თავი.
ცხადია, ყველა ადამიანი არის მთავარი და ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ არის მთავარი პოლიტიკური პატიმარი და ტყვე მე მგონი ამაში არანორმალური არაფერია" - ამბობს პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ბეჟაშვილი კი ხერხეულიძის მიერ გაკეთებული "აქცენტები მიუღებელია". მისი თქმით, "სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია".
გაუგებარი და მიუღებელია ასეთი აქცენტირება და ხელოვნურად საკითხების წამოჭრა მაშინ, როდესაც დღეს დიახ, სწორედაც მთავარი პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, შესაბამისად ეს განცხადებაც უკავშირდებოდა მას, ამიტომ ხელოვნურად რაღაც თემების წამოწევა და ძიება აბსოლუტურად გაუმართლებელი არის, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
გიორგი ჩალაძისთვის ეკა ხერხეულიძის განცხადება "ქარიშხალის" დატრიალებას გავს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის "დატოლებები" მიუღებელია:
არა მგონია, რომ ვინმე კომიკურ მდგომარეობაში იყოს, ნიკა გვარამია არის ნამდვილად პოლიტიკური პატიმარი, მისი პატიმრობა სრულიად უსამართლო გაუგებარია და მიშას უწერია, რომ ნამდვილად ის არ უნდა იყოს ციხეში და ამიტომ, არ ვიზიარებ, მე მგონი ეს უფრო ქარიშხალია. მეც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის მთავარი პოლიტპატიმარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ სხვები არ არიან პოლიტპატიმრები, ეს დატოლება, მე ადრე ვთქვი, აქციების დატოლებაც არასწორია და სულ სხვა მიმართულებით მიდის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დიახ, მთავარი პოლიტიკური პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი, - ამბობს გიორგი ჩალაძე.
საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი გაერთიანების მომხრეა.
პრეზიდენტის დედას ჰკითხეს ისიც, თანამშრომლობს თუ არა სააკაშვილი მერაბიშვილ-ადეიშვილთან, რაზეც გიული ალასანიამ თქვა, რომ ამ საკითხებზე დაკავცებულ პრეზიდენტთან არ უსაბრია.