პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწვეტილება ადრე თუ გვიან უნდა მიიღოს - გეევან ფოფხაძე

19.06.23 17:32
პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწვეტილება ადრე თუ გვიან უნდა მიიღოს - გეევან ფოფხაძე

პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწვეტილება ადრე თუ გვიან უნდა მიიღოს, - ეს განცხადება ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

სახელისუფლებო გუნდი აქტიურად ალაპარაკდა სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ნაბიჯზე, რომ თითქოს პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებასთანდ აკავშირებით ნებართვის აღებას პატრიარქისგან გეგმავს. 
გედევან ფოფხაძე პრეზიდენტს ქვეყნის ინტერესების გატარებას ურჩევს. რაც შეეხება სამთავრობო გუნდის წევრების დღევანდელ განცხადებებს, ეს ფოფხაძისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა შეწყალება გადაიფიქროს. 

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან უნდა მიიღოს. თუ ვინმესთან სჭირდება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, ეს მისი გადასაწყვეტია და ეს მისი უფლებამოსილების სფეროა. მგონია, რომ ნებისმიერი მცდელობა ხელისუფლების იმ მხრიდან, რომელმაც განაპირობა და უზრუნველყო ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა, აჟიოტაჟი წამოიწყო ამ თემასთან მიმართებაში, ემსახურება იმას, რომ პრეზიდენტს არ მიაღებინონ ეს გადაწყვეტილება,“ - ამბობს გედევან ფოფხაძე.
 

მსგავსი სიახლეები