უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
მთავარი არხის გენერალურის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას ნიკა გვარამიას ადვოკატი ადასტურებს.
დღის ბოლოს ირკვევა, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.