თუ ისე ჩანს, რომ პატრიარქს უნდა ჰკითხოს ნებართვა, მანკიერი გზავნილი იქნება - ბოკერია
ნიკა გვარამიას შეწყალების საქმე - პრეზიდენტის სურვილს, შეხვდეს პატრიარქს და სავარაუდოდ, ჩააყენოს საქმის კურსში შეწყალებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის კრიტიკა მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერისთვის გიგა ბოკერიასთვის პრეზიდენტის სურვილი ნებართვა აიღოს პატრიარქისგან, მიუღებელია.
პრეზიდენტი, რასაც საჭიროდ თვლის თავის ქვეყნისთვის და თავის პრინციპებიდან გამომდინარე, ისე უნდა იქცეოდეს. თუ ისე ჩანს, რომ პატრიარქს უნდა ჰკითხოს ნებართვა, მანკიერი გზავნილი იქნება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს - ამ ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორესთან მთავარი არხის გენერალური დირექტორის შეწყალების საკითხს განიხილავს და შეეცდება შეწყელაბის პასუხისმგებლობა პატრიარქზე გადაანაწილოს.
სალომე ზურაბიშვილის შესაძლო განზრახვას უკვე მოჰყვა უარყოფითი შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობაში.