სავარაუდოდ, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საპატრიარქოს პოზიცია გაამყარებს შეწყალების შესაძლებლობას - აქუბარდია

19.06.23 17:43
სავარაუდოდ, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საპატრიარქოს პოზიცია გაამყარებს შეწყალების შესაძლებლობას - აქუბარდია

„ზეწოლის გასანეიტრალებლად, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საპატრიარქოს პოზიცია გაამყარებს შეწყალების შესაძლებლობას," - ასე ხსნის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო განზრახვას შეიწყალოს ნიკა გვარამია და ამისთვის ნებართვა პატრიარქისგან ითხოვოს.

თეონა აქუბარდია პრეზიდენტის განზრახვაში ზეწოლის განეიტრალების საბაბს ხედავს, თუმცა, თვლის, რომ პატრიარქთან შეხვედრის გარეშეც უნდა მიიღოს გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა.

ზეწოლის გასანეიტრალებლად, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საპატრიარქოს პოზიცია გაამყარებს შეწყალების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, შეხვდება თუ არა ჩვენი პატრიარქი პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა უნდა გადადგას ნაბიჯი გაბედული მიუხედავად ზეწოლისა, იმისთვის, რომ არა მხოლოდ ნიკა გვარამიას გათავისუფლება მოახდინოს, რაც ვიცით, რო შეთითხნილი ბრალდებით არის, არამედ მათ შორის დაამტკიცოს, რომ ეს არის სახელმწიფო,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს - ამ ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორესთან მთავარი არხის გენერალური დირექტორის შეწყალების საკითხს განიხილავს და შეეცდება შეწყელაბის პასუხისმგებლობა პატრიარქზე გადაანაწილოს.

სალომე ზურაბიშვილის შესაძლო განზრახვას უკვე მოჰყვა უარყოფითი შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობაში.

მსგავსი სიახლეები