"გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში" - ლევან ხაბეიშვილი

19.06.23 17:56
"გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში" - ლევან ხაბეიშვილი

სტიქია გურჯაანში - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გურჯანიის მერს შეხვდა და მისგან ანგარიში ჩაიბარა. ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიტუაცია პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და დაზარალებულების დახმარებას მონიტორინგს გაუწევს. 

დღეს, გურჯაანის მერისგან პირადად ჩავიბარე ანგარიში, სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ.  მოვითხოვეთ სამუშაოების სწრაფად დაწყება და ზიანის დროული ანაზღაურება მოსახლეობისთვის - ხალხისთვის. 
მერი, ვალდებულია შეასრულოს ყველა
დავალება, რაც დღეს მიიღო. ცხადია, პირადად გავაგრძელებ მონიტორინგს  - ეს საკითხი პირად კონტროლზე მაქვს და შესაბამისად, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ჩავალ ადგილზე,” - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები