ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი - ნატა მურვანიძე

19.06.23 18:28
ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი -  ნატა მურვანიძე

ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი - ასე ეხმიანება მსახიობი ნატა მურვანიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს. 

მისი თქმით,  ამ თავისუფლებას ხელს უნდა უწყობდნენ და არა პირიქით

„ლიტერატურაც, კინოც, თეატრიც, მუსიკაც, მხატვრობაც… ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ თავისუფლებას ხელს უნდა უწყობდნენ და არა პირიქით, რადგან ნებისმიერი წინააღმდეგობა, ნებისმიერი მარწუხი, ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის საპირისპიროს იწვევს. ასე იყო, არის და იქნება. წინააღმდეგობა ალტერნატიულ გზებს პოულობს, გამოხატვის სხვა ფორმებს, სხვა ენას, რომელსაც ვერავინ დაეწევა, ვერ შეაჩერებს. არ ჩერდება, არ ჩუმდება, ვერ ჩუმდება. აზრი არ აქვს ამასთან ბრძოლას. და თუ გაჩუმდა, ან გაჩერდა ე.ი. ძალას იკრებს და აუცილებლად აზვირთდება და ყველაფერს წალეკავს. სახიფათოა ეს გზა. ფრთხილად“, - წერს ნატა მურვანიძე Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები