ყველა ნასროლი ქვა, ყველა მოქნეული ხელი აუცილებლად დაუბრუნდება ისევ ქართულ ოცნებას - საბა ბუაძე

19.06.23 18:31
ყველა ნასროლი ქვა, ყველა მოქნეული ხელი აუცილებლად დაუბრუნდება ისევ ქართულ ოცნებას - საბა ბუაძე

ძალადობრივი დაჯგუფებების გააქტიურება და ბოლო ერთ კვირაში ოპონენტების წინააღმდეგ დაგეგმილი ფიზიკური ანგარიშსწორება - „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ პოლიტიკას აფასებს.

საბა ბუაძის თქმით, ის ძალადობრივი კამპანია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო მის ამომრჩეველზეა გათვლილი და ამით ცდილობს ხელისუფლება არჩევნების ბედის წინასწარ განსაზღვას.

ფაქტია, რომ ეს არის ხელისუფლების ერთგვარი კამპანია, რომელსაც ისინი ხან მარშისგან შეისყიდიან, ხან ფარშისგან შეისყიდიან და ცხადია, რომ ამის პოლიტიკური ნება მომდინარეობს ივანიშვილისგან და ქართული ოცნებისგან, რომელიც ცდილობს, რომ ერთგვარი შევიწროების, შეშინების საშუალებიტ გზავნილ გააკეთონ მომდევნო არჩევნებისთვის, რომ სწორედ ასეთი იქნება მომავალი არჩევნები. ოღონდ ამას ჩვენს ამომრჩეველს კი არ ეუბნებიან და იმას კი არ ეუბნებიან მხოლოდ, ვისაც ცვლილება უნდა, ეუბნებიან თავის ამომრჩეველს, რომ ჩვენ მაგრად ვართმ, ყოჩაღად ვართ და ცემა-ტყეპაზე და ბავშვების დაშინებაზეც ვართ წამსვლელები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ხელისუფლება. მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ ყველა ნასროლი ქვა, ყველა მოქნეული ხელი აუცილებლად დაუბრუნდება ისევ ქართულ ოცნებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მატი ხელისუფლებიდან წასვლას, იმიტომ, რომ მე მინახავს ქვასროლია ხელისუფლება 2012 წელს და ვნახეთ სადაც დაამთავრეს და ზუსტად ამ პოლიტიკური სანაგვისკენ მიდის ქართული ოცნება“, - აცხადებს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები