ივანიშვილი იყო გადახლართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - საბა ბუაძის პასუხი "ქართულ ოცნებას"
ოპოზიცია განადგურებულია - ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს კრიტიკით უპასუხეს ოპოზიციაში.
ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და მამუკა მდინარაძეს თავიანთ წარსულს ახსენებენ და ურჩევენ გაიხსენონ, სად იყვნენ ან თავად ან სად იყო მართი პარტიის დამფუძნებელი და ქვეყნის არაფორმალური მმმარტელი ბიძინა ივანიშვილი.
საბა ბუაძის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები იყვნენ ის პირები, ვისაც ახლო კავშირი ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან.
ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ნაცები, ყველანი ვართ წინა ხელისუფლებასთან შეკრულები და კაცი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მერე მიშას ფანკლუბში იჯდა და სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდება, კალაძე მყავს მხედველობაში, ეს კაცი არის თურმე სინდისის და მორალის კომპანი. კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციებს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ინვესტიციები აღარ შემოვა ქვეყანაში და შეწყვიტეთ აქციებიო და ტელევიზიის დარბევა აქვს „გაპრავებული“, ეს კაცი არის თურმე სინდიდის და ზნეობის საზომი და ის ადამიანები, რომლებიც მაშინაც და დღესაც სისტემის წინააღმდეგ ვართ, სახელების და გვარების მიუხედავად, ჩვენში ყოფილა პრობლემა. სასაცილო იქნებოდა, ეს ადამიანი ქალაქის მერი რომ არ იყოს და ქალაქის მერის პოზიციით ყოველდღიურად კორუფციული გზით არ მდიდრდებოდეს და კობახიძე საერთოდ ვინ იყო, რომელი აუდიტორიის რომელი მერხის ქვეშ კანკალებდა, ეს ერთადერთი კითხვა მაქვს მე. მდინარაძე სადაც იყო და ვისთანაც იყო შეკრული და გადაზელილი, კარგად გვახსოვს, თავად ივანიშვილი იყო ვანო მერაბიშვილის წამქეზებელი... როცა ყველა ეს პრობლემა ხდებოდა, ლამის 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილი იყო გადახლართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არ გვინდა წარსულის გახსენება ,“ - ამბობს საბა ბუაძე.