ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმებს, ის ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას - სააკაშვილი
თავდასხმა ზურაბ ჯაფარიძეზე - საქართველოს მესამე პრეზიდენტი გირჩის ლიდერზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობს. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ზურა ჯაფარიძე ხელისუფლების სამიზნე ერთადერთი მიზეზის გამოა - გირჩის ლიდერს ახალგაზრდების მხარდაჭერა აქვს, რაც ხელისუფლებას აშინებს.
მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და ძალადობრივ თავდასხმებზე ერთიანობით პასუხისკენ მოუწოდებს.
კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს.
ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი.
ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი.
საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.
თავს ესხმიან ზურას? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში.
სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი.
ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!" - წერს სააკაშვილი.