ორგანიზებული ძალადობა და არაკვალიფიციური გამოძიება - გახარიას გუნდს კითხვები აქვს
„ეს იყო ცალსახად ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობა, რომელიც ცდილობს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დააპირისპიროს,“ - ასე აფასებს პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი ქართული ოცნების მხრიდან წახალისებულ ძალადობას და ოპონენტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
ნათია მეზვრიშვილი სისტემურ დანაშაულებებზე და უმოქმედობაზე საუბრობს და ხაზს უსმავს, რომ არცერთი თავდასხმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, რადგან სწორედ ის ახალისებს ძალადობას.
ნათია მეზვრიშვილმა სახალხო დამცველიც ორგანიზებულ ძალადობაზე დაგვიანებული რეაქციის გამო გააკრიტიკა.
ხელისუფლების ორგანიზებულობაზე, პირველ რიგში, ის, რომ გარდა იმისა, რაც ვიხილეთ, ასევე ადეკვატური რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოყოლია. როდესაც რამდენიმე თვის წინ აქტიურად ვსაუბრობდით იმ საფრთხეებზე, რომელიც კონკრეტული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებას მოყოლოდა, რაც შეიძლება ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სახალხო დამცველის არჩევას მოყოლოდა, რაც შეიძლება მართლსამჯულების მიმართულებით რეფორმების გაჩერებას მოყოლოდა, განგაშისი ზარები შემოვკარით, დღეს ამის შედეგებს ვხედავთ - ძალადობა მოხდა, ფაქტია, მაგრამ ამაზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია არც შსს-ს, რომელმაც ეს დანაშაული ორგანიზებული ძალადობის ნაცვლად, ცემისა და ძალადობის მუხლით გამოიძია, იგივე მიდგომა გამოიჩინა სამინისტრომ, რაც 5-6 ივლისის მოვლენების დროს, ჩვენ ვხედავთ უმოქმედობას პროკურატურის მხრიდანაც, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია მიანიჭოს საქმეს და იქ, სადაც იკვეთება მიკერძოებულობის მაღალი რისკები შსს-ს მხრიდან და ეს ზუსტად ასეთი საქმეა, საქმე გადასცეს იმ უწყებას, რომელიც ობიექტურად გამოიძიებს, ვხედავთ, რომ სპეციალური საგამოძიებო ინსტიტუტი არ რეაგირებს და აწარმოებს პროცედურებს, რომელსაც კანონიც კი არითვალისწინებს,“ - ამბობს მეზვრიშვილი.