„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის საქმე სტრასბურგში წავა

19.06.23 19:32
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის საქმე სტრასბურგში წავა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის საქმე სტრასბურგში წავა. უზენაესი სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას სარჩელის არდაკმაყოფილების შემდეგ, ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ისინი დავას საერთაშორისო სასამართლოებში გააგრძელებენ.

მოულოდნელი არ იყო, იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პირველივე დღიდან იყო პოლიტიზირებული. ის საპატიმროში აბსურდული ბრალდებით იმყოფება, ისეთი ბრალდებით, რომლითაც არავინ არ მჯდარა საქართველოს ციხეებში. გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისითაც,“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

მთავარი არხის გენერალურის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. დღის ბოლოს ირკვევა, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.

მსგავსი სიახლეები