სანქცირებული სასამართლოსგან სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვქონია - სოფო ლილუაშვილი
"სანქცირებული სასამართლოსგან სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვქონია", - ასე ეხმაურება მთავარი არხის გენერალური დირექტორის სარჩელის არდაკმაყოფილებას, ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი.
ლილუაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა რუსული ხელისუფლების დავალება შეასრულეს და ვერ შეძლეს, რომ ამჯერად მაინც, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გამოეტანათ და ქვეყნის ინტერესები არ დაეზიანებინათ.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სასამართლო არის კლანი და ეს მოსამართლეები არიან ამ კლანის ნაწილი და არიან დანიშნულები მხოლოდ იმიტომ, რომ შეასრულონ რუსული ხელისუფლების მოთხოვნა. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად მოსამართლეებს არ აღმოაჩნდათ გამბედაობა და ასეთ კრიტიკულ დროს, ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, ვერ მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება,“ - ამბობს სოფო ლილუაშვილი.