ჩვენ გაუბედურებულ ჭიათურაში ხელცარიელი ვერ დავბრუნდებით - მაღაროელების პროტესტი გრძელდება

19.06.23 19:46
ჩვენ გაუბედურებულ ჭიათურაში ხელცარიელი ვერ დავბრუნდებით - მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჩვენ გაუბედურებულ ჭიათურაში ხელცარიელი ვერ დავბრუნდებით - მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცული მაღაროელები ამ დრომდე ელოდებიან ხელისუფლებისა და კომპანიისგან პასუხს - როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა და დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.

მაღაროელები, რომლებიც პროტესტის მიზნით თბილისში, პარლამენტის წინ ჩამოვიდნენ, ხვალ საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. ხვალ საღამოს 6 საათზე მსვლელობა სპორტის სასახლიდან დაიწყება და "ჯორჯიან მანგანეზის" სათაო ოფისთან გადაინაცვლებს.

ჩვენ ხვალ გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც თბილისში ცხოვრებენ, ძვირფასო ჭიათურელებო, გვჯერა, რომ შრომობთ, აქ მაგისთვის ხართ ჩამოსულები,მაგრამ ზუსტად ისე დავიგეგმებით აქციით,ა რ ვაპირებთ აქ 24 საათის განმავლობაში გადაგღალოთ და ჩვენს პრობლემებზე ცხოვრება ააწყოთ და დღეები დაგაკარგვინოთ. კონკრეტული დრო გვექნება მიტითებული, რა დროსაც, ჩვენ აქ შევძლებთ მსოვლას, ჩვენი პრობლემების გამოთქმას და მიწვდას იმ პირების გონებამდე, ყურამდე, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება ჭიათურაში. ამიტომ, დღეს ვრჩებით მაქსიმალურად ბოლომდე ამ აქციაზე და სიტუაციიდან და საქმის ვითარებიდან გამომდინარე, თუ რა მხოდება ამღამ, ხვალ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ - განაცხადა ტარიელ მიქაცაძე.

 

მსგავსი სიახლეები