ზურა ჯაფარიძეზე თავდამხმელს პატიმრობა შეეფარდა
"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი პატიმრობაში გაუშვა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლე 2 დღის წინ გორის "სმარტთან" მომხდარის სრულყოფილი გამოძიებას ითხოვს.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, 50 წლამდე კაცმა დანაშაული აღიარა.
გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს 17 ივნისს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა.