შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას? - პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

19.06.23 20:19
შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას? - პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

შეიწყალებს თუ არა  პრეზიდენტი ნიკა გვარამიას? უზენაესი სასამართლოს პოლიტიკური ვერდიქტის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი ახლა ყველას განსაკუთრებით აინტერესებს.

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა უნდა, სწორედ გვარამიას შეწყალების საკითხზე.

ამ ინფორმაციის გავრცელებამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა.  ხელისუფლებისთვის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის  შეწყალება  წითელი ხაზების გადაკვეთის ტოლფასია, ამიტომ "ოცნებამ" ზურაბიშვილი წინასწარ უკვე გააფრთხილა, რომ არ ეცადოს პასუხისმგებლობის ტვირთი პატრიარქზე გადაანაწილოს.

 

მსგავსი სიახლეები