მოსამართლე 25 წლიანი სტაჟით გადამწყვეტ მომენტში მესამე პრეზიდენტის საქმეს ჩამოაშორეს
ვის ჩააბარებს "ქართული ოცნება" სააკაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას? მოსამართლე ლია ორკოდაშვილი გადამწყვეტ მომენტში მესამე პრეზიდენტის საქმეს ჩამოაშორეს. ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებამ პროცესს განარიდა ის მოსამართლე, რომელიც არავინ იცოდა რა პოზიციას დაიკავებდა. ორკოდაშვილი, რომელმაც სისტემა საჯაროდ არაერთხელ ამხილა, ოცნებისთვის დიდი თავისტკივილი იყო. საქალაქო სასამართლოდან სახლში საპენსიო ასაკის გამო გაშვებული მოსამართლე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური მოტივით ჩამოაშორეს
ხელისუფლებამ პატიმარი პრეზიდენტის გადამალვის სპეცოპერაცია ახალი ძალებით განაახლა. სააკაშვილის პროცესი შვიდი ნოემბრის საქმეზე გაურკვეველი დროით გადაიდო. ოცნებას მესამე პრეზიდენტის გამოჩენის სავარაუდოდ ისევ ეშინია, რადგან სააკაშვილს, რომელსაც სასამართლოზე დასწრება უნდა, ბევრი რამ აქვს სათქმელი. მათ შორის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ამიტომ ჯერ საჯაროდ არ აჩენენ და აანონსებენ, რომ მალე ისევ ციხეში დააბრუნებენ.
ვის ჩააბარებს "ქართული ოცნება" სააკაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას? - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი