მოძალადეები ისევ "ოცნების" სამსახურში - მმართველმა პარტიამ რადიკალებს ძალადობაზე მწვანე შუქი აუნთო

19.06.23 20:29
მოძალადეები  ისევ "ოცნების" სამსახურში - მმართველმა პარტიამ რადიკალებს ძალადობაზე მწვანე შუქი აუნთო

რადიკალები ისევ "ოცნების" სამსახურში - მოძალადეთა რაზმს ხელისუფლებამ დღეს მწვანე შუქი კიდევ ერთხელ აუნთო. "ოცნების" ლიდერების განცხადებებმა  დაადასტურა, რომ კუნთმაგარი  რადიკალები ქუჩაში ძალადობისთვის სწორედ ხელისუფლებამ  გამოუშვა  საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მოსაწყობად.

სტუდენტების დასისხლიანება, ოპოზიციის ლიდერების ცემა, ახალგაზრდების წინააღმდეგ დაგეგმილი შტურმი და იარაღიანი პოლიციელის შევარდნა ნაცემ სტუდენტთან - ძალადობის არცერთ  ფაქტზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს. ამ ყველაფერში კანონდარღვევას ვერ ხედავენ და პირიქით რადიკალებს ახალისებენ.

კობახიძემ დღეს პრაქტიკულად  პირდაპირ თქვა, რომ "აღვირახსნილ ქმედებებს" სწორედ ასეთი ფორმით  უნდა დაუპირისპირდნენ.

" ოცნების" წახალისებული ძალადობა - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები