კინოცენტრში რეორგანიზაცია იმიტომ დაიწყო, რომ ცენტრმა ივანიშვილის ხეებზე ფილმი დააფინანსა

19.06.23 20:39
კინოცენტრში რეორგანიზაცია იმიტომ დაიწყო, რომ ცენტრმა ივანიშვილის ხეებზე ფილმი დააფინანსა

ირაკლი კობახიძემ დღეს ყველა კარტი გახსნა - კინოცენტრში რეორგანიზაცია იმიტომ დაიწყო, რომ ცენტრმა ივანიშვილის ხეებზე ფილმი დააფინანსა. ანუ ქართული ოცნების თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, რომ დღეიდან კინოცენტრი ვერც ერთ ფილმს ვერ გადაიღებს, თუ ის პარტიის ცენზურას ვერ გაივლის. ცენტრში მივლენილი ცენზორები კი კვლავ მიმალვაში არიან. ერთკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ თანამშრომლებმა ახალი ხელმძღვანელის სახელზე წერილი დაწერეს. 

ხელოვანები უკვე წერილობით ითხოვენ კინოცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრას. მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს რეორგანიზაცია და დაინიშნოს ცენტრის ახალი დირექტორის არჩევნები. ხუბუნაიას 24 საათიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ უკვე  გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლების მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ ხელოვანები ცენტრში უწყვეტ აქციებს აანონსებენ.

პროტესტი კინოცენტრში - ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპრტაჟში

 

მსგავსი სიახლეები