"როგორც ზურაბიშვილს მოეპრიანება, ისე არ იქნება"- "ოცნების" შტურმის ახალი ტალღა პრეზიდენტის წინააღმდეგ
"როგორც ზურაბიშვილს მოეპრიანება, ისე არ იქნება"- "ქართული ოცნების" შტურმის ახალი ტალღა პრეზიდენტის წინააღმდეგ. მმართველი გუნდი წინასწარ აანონსებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ეროვნული ბანკის საბჭოში დაბლოკავს. ეს კი იქნება ოცნების შურისძიება პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც სამაგიეროს გადახდა ასე გადაწყვიტა. ზურაბიშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა, თუმცა ოცნებამ უკვე იცის, რომ მხარს არცერთს დაუჭერს და ეროვნული ბანკის მიტაცების გეგმასაც მალე სისრულეში მოიყვანენ.
"ოცნების" შტურმის ახალი ტალღა პრეზიდენტის წინააღმდეგ - ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟი