სერგეი ლავროვის შვილის გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი 25 ივლისს გაგრძელდება
ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი 25 ივლისამდე გადაიდო.
როგორც აქციის მონაწილე, გელა ხასაია წერს, სასამართლოზე პოლიციელმა ღიად დაუდასტურა, რომ მისთვის რუსების კომფორტის შექმნა იყო მნიშვნელოვანი.
''ჩემთვის ეს იყო ყველაზე ტრაგიკული სასამართლო პროცესი. მოწმე პოლიციელმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ყვარლის აქციის ამბავს, ღიად დაუდასტურა მოსამართლეს, რომ მისთვის რუსებისთვის კომფორტის შექმნა იყო მნიშვნელოვანი და ამის გამო უმოწყალოდ გვირტყეს ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტების ქორწილს ვაპროტესტებდით.
ასევე მოწმე პოლიციელი, რომელსაც ის უნდა მოეყოლა რაც ახსოვდა, ყველაფერს კითხულობდა მობილურიდან. ტექსტი წინასწარ ჰქონდა გამზადებული, რომ რამე ისეღი არ გამორჩენოდა, რისი თქმაც დაავალა სისტემამ.
რა თქმა უნდა ჩემზე არანაირი კადრი არ არსებობს, რომ რამე კანონი დავარღვიე, მაგრამ მათ ეს არც სჭირდებათ. მიღებული აქვთ დავალება სისტემისგან და მონურად ასრულებენ. სასამართლო გადაიდო 25 ივლისამდე'' - წერს აქტივისტი.