კლანის გავლენა გვარამიას საქმეში? - რით ხსნიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მედიამანაჯერის ციხეში ჩატოვებას

20.06.23 11:06
კლანის გავლენა გვარამიას საქმეში? - რით ხსნიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მედიამანაჯერის ციხეში ჩატოვებას

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი - ეს უზენაესი სასამართლოს ის სამი მოსამართლეა, რომლებმაც ნიკა გვარამიას საქმეზე ისტპრიული გადაწყვეტილება მიიღეს და მედიამენეჯერის სარჩელი დაუშვებლად სცნეს.

რით ხსნიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები "მთავარი არხის" დირექტორის ციხეში ჩატოვებას? - "პირველები" მთავარი სასამართლოს ორ მოსამართლეს რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა. 

ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი ე.წ. სასამართლო კლანის წევრებად მოიაზრებიან, შესაბამისად, "პირველები" დაინტერესდა, რა როლი ჰქონდა სანქცირებულ "კლანს" გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ცნობილია ისიც, რომ სამიდან ერთი მოსამართლე, ლევან თევზაძე სანქცირებული მოსამართლეს ირაკლი შენგელიას ოჯახის წევრია.

ამ უკანასკნელმა "პირველების" კორესპოდენტის კითხვა შენგელიას შესაძლო გავლენებზე მოისმინა, თუმცა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

"პირველებმა" გაარკვია, ისიც რომ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მოსამართლე ნინო სანდოძე გვიდასტურებს, რომ ისიც დაეთანხმა გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარ სასამართლოს არ განეხილა ნიკა გვარამია საქმე. 

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. 

 

მსგავსი სიახლეები