პრეზიდენტის გადაწყვეტილება უფრო აქტუალური გახდა - ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება უფრო აქტუალური ხდება"- ნიკა გვარამის გათავისუფლების მოძრაობა სალომე ზურაბიშვილს მოქმედებისკენ მოუწოდა.
როგორც გედევან ფოფხაძემ უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, გამოტანილი ვერდიქტი ევროსასამართლოსთვის მიმართვის საშუალებას ხსნის:
ეს გადაწყვეტილება გარკვეულ მოცემულობას ცვლის, ევროსასამართლოსთვის მიმართვის საშუალებას ხსნის. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პროცესის ფორსირებას მოახდენს, მათ შორის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც უფრო აქტუალური გახდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.