რა როლი ჰქონდა ივანიშვილის "გავრილოვის ღამეს" მომიტინგეების დარბევაში? - დაზარალებულები გახარიას ალაპარაკებას ითხოვენ
რა როლი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის "გავრილოვის ღამეს", მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში? დაზარალებულები გიორგი გახარიას ალაპარაკებას ითხოვენ. დღეს 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან 4 წელი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ამ დრომდე არ უთქვამს, ვისთან იყო კავშირზე 20 ივნისს. არის კიდევ ერთი კითხვა, 20 ივნისს აქციას მხოლოდ შინაგანს საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის არბევდა, თუ იქ იყო სხვა ჯგუფიც, რომელიც არ ემორჩილებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს. 4 წელი საქართველოს უახლეს ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებიდან და მთავარი ფიგურანტის დუმილი - როდის ალაპარაკდება გახარია ივანიშვილის როლზე, იყო თუ არა აქციის დარბევა სიგნალი მოსკოვისთვის, რომ საქართველოში ანტისაოკუპაციო მიტინგების მონაწილეებს პროტესტი არ შეერჩინეს.