წერილი ნატოს - "ოცნება" მის მიერ მომზადებულ ტექსტს, 2 წლის შემდეგ, ხელს არ აწერს
წერილი ნატოს - ოპოზიციამ განგაშის სიგნალი ჩართო.
წერილში მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანდნენ.
წერილს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს, თუმცა მას არ უერთდება ქართული ოცნება, რომლის დაწერილიცაა აღნიშული წერილი.
ეს არის ტექსტი, რომელიც მმართველმა გუნდმა ორი წლის წინ დაწერა და ნატოში გააგზავნა, თუმცა დღეს ოცნება საკუთარ სიტყვებს ხელსაც აღარ აწერს.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მხრიდან ამ მარტივ უწყინარ ჭეშმარიტებაზე არშემოერთება არის პოლიტიკური განაცხადი.
იმ ფონზე, როდესაც ვილნიუსში იმართება უმნიშვნელოვანესი ნატოს სამიტი, სადაც საუბარია რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და გაწევრიანების მექანიზმებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, საქართველო რომელიც პრემიერით არ იქნება წარმოდგენილი ამ სამიტზე, მისი მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო კონსესუსი საგანი საქართველოს პარლამენტში. უკრაინის და საქართველოს ნატოს წევრობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკური უსაფრთხოება. ამ მარტივ უწყინარ ჭეშმარიტებაზე არშემოერთება არის პოლიტიკური განაცხადი". - ამბობს თეონა აქუბარდია.