"ან გადაავადებენ, ან სტატუსს მოგვცემენ დათქმებით" - საქართველოს საკითხი ბრიუსელში
რა გააკეთა საქართველომ პირობების შესარულებლად - პირველ მოხსენებას საქართველოს შესახებ ევროკაშირის წევრი ქვეყნების ელჩები და მინისტრები ხვალ პირადად მოისმენენ. პარტნიორებს, საქართველოს მიერ შესრულებულ და შეუსრულებელ პუნქტებთან დაკაშირებით მოხსენებას ევროკომისია წარუდგენს. დასვლურ მედიაში კი უკვე იწერება სტატიები რომ "სტატუსზე უარი " ქვეყნას რუსეთისკენ წაიყვანეს.
ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი მწვანეთა პარტიიდან თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს მიენიჭოს სტატუსი, ოღონდ დათქმებთან ერთად.
პირდაპირ უდგებიან ასე - დასანქცირდეს საქართველოს დღევანდელი მთავრობა. იქნება მოლაპარკაბები, სხვათაშორის რთული. ერთია, რომ უთხრან, რომ არ არის საკმარისი პროგრესი, ამიტომ კიდევ მოგცემთ გარკვეულ პერიოდს, დათქმებს. იქ როგორ ჩაწერენ - აი გაძლევთ სტატუსს, მაგრამ აი შევხედოთ რა იქნება არჩევნებზე, თუ არ მოგვეწონა ველაფერს გაგიყენებთ. ან ჯერ სტატუსს არ გაძლევთ, ჯერ ჩაატარეთ არჩევნები, გვაჩვენებთ რა პროგრესი გაქვთ ამ პუნქტებზე და მერე ვნახოთ, ანუ გადავადება.
არის კიდევ ის მომენტი, რომ პირდაპირ უთხრან უარი, უთხრან რომ აი თქვენ რუსეთისკენ ხართ და კარგად იყავით. აი ამას მე გამოვრციხავ. ჩემი აზრით ან გადაავადებენ, ან სტატუსს მოგვცემენ დათმქმებით"- ამბობს გუგულაშვილი.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკომისია ოქტომბერს მიიღებს.