გახარია თავის თავს ხომ არ დასჯიდა? - მაჭარაშვილი გავრილოვის ღამეზე
"ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს გიორგი გახარიას მიერ ბევრი არასწორი ქმედება განხორციელდა.
ბევრი არასწორი ქმედება იყო, მერე როდესაც გადავაფასეთ, რომელიც ხელს უწყობდა რადიკალიზმის უფრო მეტ გაღვივებას და არა შემცირებას და ახლა, ეს რატომ ხდებოდა, გითხარით. ეს ადამიანი არ აღმოჩნდა გუნდის ერთგული". - აცხადებს მაჭარშვილი.
კითხვაზე რატომ არ დადგა მაშინდელი მაღალჩინოსნები პასუხისმგებლობის საკითხი, მაჭარაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია თავის თავს არ დასჯიდა.
გახარია ახლა თავის თავს ხომ არ დასჯიდა? მაშინ უნდა დაწყებულიყო გამოძიება, 4 წლის მერე ხო არ დაიწყებოდა. მერე პრემიერ-მინისტრი გახდა. გახარიამ აიღო ყველაფერი თავის თავზე, არ გახსოვთ?"- ამბობს მაჭარაშვილი.