იმედია, წითელი ხაზები არ გადაიკვეთება და პრეზიდენტი არ შეიწყალებს ნიკა გვარამიას - კობახიძე

20.06.23 13:13
იმედია, წითელი ხაზები არ გადაიკვეთება და პრეზიდენტი არ შეიწყალებს ნიკა გვარამიას - კობახიძე

ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი წითელ ხაზზებს არ გადაკვეთს და ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს.

"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მთავარი არხის დამფუძნებელს შეიწყალებს, გამოდის, რომ ზურაბიშვილი მის მიმართ გვარამიას შეაფასებას ეთანხმება.

შეგახსენებთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს

რეზიდენტს უწოდებდა, მეორე სიტყვას უბრალოდ არ გავიმეორებ.

ამიტომაც, თუ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, გამოდის რომ ეთანხმება გვარამაის შეფასებას მის მიმართ.

მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. პრეზიდენტს, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული წითელი ხაზები და იმედია, ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება". - ამბობს ირაკლი პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები