დედის გინების გარდა, გამართულად ვერ თქვა ვერცერთი სიტყვა - ლევან ბერძენიშვილი თავდასხმაზე
თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე - ირკვევა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეს ჩასაფრება ქალაქის ცენტრში მაშინ მოუწყვეს, როცა პროფესორი უნივერსიტეტიდან გამოდიოდა.
თავდასხმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ მაშინ მოხდა. თავდამსხმელი, რომელმაც ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და აგინა, 35 წლამდე კაცია.
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.
ქუჩაში შემხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დაიწყო - "მოღალატე", "ერეკლე" და დედის გინება. მეტი მისგან არაფერი მოდიოდა. დედის გინების გარდა, გამართულად ვერ თქვა ვერცერთი სიტყვა. მე ასეთი მოუმზადებელი კადრი დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. მეტყველებდა დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი "დიდი მჭერმეტუველები" მეტყველებენ. სანამ არ ამაღელვა და ერთი-ორი სიტყვა არ მათქმევინა არ გაჩერდა. დედა არ შემიგინებია, რადგან მოქალაქეებს ვხედავდი"- განაცხადა ბერძენიშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარე აცხადებს, რომ "იქამდე არ დაოკდებიან, სანამ მას რამე არ მოუვა".
ლევან ბერძენიშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ "მათი საქმე შავადაა":
მინდა, პირდაპირ ვუთხრა იმ მართლა საცოდავს, გაჭირვებულს, ვისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება, ხალხო ასე არ ნარჩუნდება ხელისუფლება. ასე ძალაუფლება არ მყარდება. თქვენ ყოველ დღე თავი გეჭრებათ. თუ ამ მოქალაქის იმედად ხართ, თქვენი საქმე შავადაა"- დასძინა ბერძენიშვილმა.