არ შეიძლება გამოდიოდე და ლანძღავდე გმირ მეფეებს - კობახიძე ბერძენიშვილზე თავდასხმაზე
არ შეიძლება გამოდიოდე და ლანძღავდე გმირ მეფეებს - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი საზოგადოებში შუღლს აღვივებს.
"ოცნების" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, თუმცა ამბობს, რომ მისთვის შუღლის გაღვივებაც ასევე კატეგორიულად მიუღებელია.
"ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა, არიან საქართველში ადამიანები, ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, აგრესიის გაღვივებისთვის, ებრძვიან ეკლესიას პატრიარქს, ებრძვიან 250 წლის გარდაცვლილ მეფეებს, არ შეიძლება შუღლის გაღვივება საზოგადოებაში.
არ შეიძლება გამოდიოდეს და ლანღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას
ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ შუღლის გაღვივებაც მიუღებელია და იმედია, მომავალში არ მოხდება". - ამბობს კობახიძე.
თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე - ირკვევა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეს ჩასაფრება ქალაქის ცენტრში მაშინ მოუწყვეს, როცა პროფესორი უნივერსიტეტიდან გამოდიოდა.
თავდასხმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ მაშინ მოხდა. თავდამსხმელი, რომელმაც ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და აგინა, 35 წლამდე კაცია.