"ოცნება" კვლავ ამტკიცებს, რომ გვარამიამ რუსთავი 2 გაძარცვა - კობახიძე პასუხიემგებლობას მარგველაშვილსა, ნანუაშვილსაც აკისრებს

20.06.23 13:29
"ოცნება" კვლავ ამტკიცებს, რომ გვარამიამ  რუსთავი 2 გაძარცვა - კობახიძე პასუხიემგებლობას მარგველაშვილსა, ნანუაშვილსაც აკისრებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნიკა გვარამიას თავს ესხმის და ირწმუნება, რომ მან  რუსთავი 2 "გაძარცვა".  ირაკლი კობახიძე უფრო შორს წავიდა და ჟურნალისტებთან თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი სახალხო დამცველის კამპანიამ საშუალება მისცა გვარამიას "რუსთავი 2 -ის ძარცვა გაეგრძალებინა". 

მისი თქმით, ყველამ იცის იმ "დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ნიკა გვარამიამ": 

სხვათა შორის, იგივე ადამიანები იყვნენ ჩართული კამპანიაში, რომელმაც გვარამიას მისცა ამ დანაშაულის ჩადენის საშუალება, მაშინ მთელი კამპანია იყო სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, (გიორგი მარგველაშვილი), მაშინდელმა სახალხო დამცველმა (უჩა ნანუაშვილი) ოპოზიციონერებმა, ენჯეოებმა და .ა.შ. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რომ შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაახლოებით 2 წლით ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ მისცა გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება. ის რეალურად თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გადასაცემი ჰქონდა მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად გაყვებოდა იმ საქმეს, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. მიზეზი იყო მარტივი. რეალურად, უზენაესმა დაადგინა თავის დროზე მარტივი ეჭეშმარიტა, რომ კანონიერ მფლობელს წაართვეს რუსთავი 2 და იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. გვარამიამ იცოდა, რომ მას კანონიერი მფლობელისთვის ექნებოდა გადასაცემი რუსთავი 2, ისარგებლა 2 წლიანი შეჩერების პერიოდით და ამ ორ წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია 7 მილიონი ლარით, შესაბამისად , ამ დანაშაულზე მასთან ერთად პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, ენჯეოები და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღესაც საუბრობენ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირი ფორმით",- ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები