პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გვარამია გაათავისუფლოს - დეკანოიძე

20.06.23 13:46
პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გვარამია გაათავისუფლოს - დეკანოიძე

დამოუკიებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიროს და ნიკა გვარამიას შეიწყალოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გვარამიასთან მიმართებაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ პრობლემა იქამდე იარსებებს, ვიდრე მთლიანად მართლმსაჯულება არ შეიცვლება. 

„ქართული ოცნების“ ხელდასმული სასამართლო, რომელსაც დასანქცირებული მოსამართლეები მართვენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აღასრულებს ყოველთვის სანამ არ შეიცვლებიან და არ შეიცვლება მთლიანა მართლმსაჯულება და კრიმინალური იუსტიცია. შესაბამისად, ნიკა გვარამია უნდა გთავისუფლდეს და ამ გათვაისუფლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი აქვს საქართველოს პრეზიენტს და თეორიულად ეს არის ახლა ერთადერთი რეალური შანსი, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართელოს პრეზიდენტმა აიღოს, - ამბობს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები