რომელ ძალადობას ახალისებს ოცნება? ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას ვერ მომიყვანთ - კალაძე

20.06.23 13:47
რომელ ძალადობას ახალისებს ოცნება? ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას ვერ მომიყვანთ - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ევროკავშირის 12-ვე პუნქტი  ივნისის ბოლომდე შესრულდება. მისი თქმით, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ და საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული 12 - პუნქტიანი გეგმა არ გვჭირდებოდა და სტატუსს ამის გარეშეც ვიმსახურებდით. ამას აჩვენებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მანამდე მიღებულ ქვეყნებზე ბევრად წინ არის. ეს ჩვენი ქვეყნის დამსახურება იქნება. ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ პერიოდთან ასოცირდება"- თქვა კალაძემ. 

მისივე განცხადებით, ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ პარტნიორები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

კითხვაზე, ხელს შეუშლის თუ არა „ქართული ოცნების“ „ძალადობრივი განცხადებები“ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ მსგავს განცხადებებს ვერავინ მოუყვანს: 

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან. საერთოდ, რომელ ძალადობრივ ფაქტზე საუბრობთ? რომელ ძალადობრივ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება“? რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობას არ უნდა ვიღებდეთ. არ უნდა წახალისდეს ძალადობა. ამის მაგალითია ისიც, რომ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან და ოპოზიციას ამ ადამიანის გმირად შერაცხვის მცდელობა აქვს. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები