გვარამიას გათავისუფლებას ევროინტეგრაცისთან საერთო არაფერი აქვს - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფელბას ევროინტეგრაციასთან საერთო არაფერი აქვს. "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატი ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ნიკა გვარამია როცა იყო პროკურორი მაშინ ხალხს რა დღეში აგდებდნენ და მათ შორის, ციხეებში და პროკურატურა როგორ არეკეტებდა ბიზნესს, ეს ევროინტეგრაცია არ არის. ნიკა გვარამია როდესაც „მთავარი არხიდან“ ლანძღავდა, მათ შორის, ამერიკის ელჩს, ეს ევროინტეგრაცია არ არის, ნიკა გვარმია როდესაც ლანძღავდა ტრადიციებს, პატრიარქს და ა.შ., ეს ევროინტეგრაცია არ არის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ხელისუ შემშლელი არ იქნება, იმიტომ, რომ ევროინტეგრაციასთან ნიკა გვარმიას არავითარი საერთო არ აქვს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.