"რეფორმირებული" სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიზიარებ - ზარქუა გვარამიას საქმეზე

20.06.23 13:58
"რეფორმირებული" სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიზიარებ - ზარქუა გვარამიას საქმეზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ირწმუენბა, რომ "რეფორმირებულმა"  სასამართლომ ნიკა გვარამიასთან მიმართებაში სამართლიანი გადაწყვეტლება მიიღო და ამ გადაწყვეტილებას სრულად ენდობა. სახელისუფებო გუნდის წევრი გვარამიას და მის ადვოკატებს საქმის საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას სთავაზობს. 

მე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს რეფორმირებული სასამართლო გვარამიასთან მიმართებაში, მივიღებ და გავიზიარებ.  რომ გამოეშვა, კი ბატონო, ვიტყოდი, რომ საფუძველი იყო. არ მიიღო სარჩელი. აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი, საერთაშორისო სასამართლო - იდავონ. პრობლემა არ არის, - ამბობს ზარქუა. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ  ნიკა გვარამიას ციხეში დატოვა.  სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები. 

მსგავსი სიახლეები