იმედი მაქვს, ჩვენი ძალისხმევა ევროინტეგრაციის მიმართულებით ობიექტურად შეფასდება - კობახიძე

20.06.23 14:05
იმედი მაქვს, ჩვენი ძალისხმევა ევროინტეგრაციის მიმართულებით ობიექტურად შეფასდება - კობახიძე

"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ თუ ქვეყანა ევოკავშირის კანდიატის სტატუსს მიირებს, ეს მხოლოდ მათი დამსახურება იქნება. მმართველი პარტიის თავმდჯომარე იმედოვნებს, რომ ევროკომისია მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯს ობიექტურად შეაფასებს და ქვეყანას კანდიატის სტატუსს მიანიჭებს. 

ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, იმედი, რომ თითოეულ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს ექნება ობიექტური შეფასება,  ამის დიდი იმედი გვაქვს, დაველოდოთ ზეპირ მოსმენას. იმედი გვაქვს, რომ გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის მიმართ, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებისთვის, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები