შესაძლოა, გახარიაზე კომპტრომატი აქვთ და ამიტომ ვერ ასახელებს გავრილოვის ღამეს ბრანების გამცემს - მაქარაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ თუ გიორგი გახარია არ არის გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედი, მაშინ შს ყოფილმა მინისტრმა უნდა დაასახელოს ბრძანების გამცემი.
მაქარაშვილი ვარაუდობს, რომ გახარიაზე შესაძლოა, კომპრომატი ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ ვერ ასახელებს ყოფილი პრემიერი ბრძანების გამცემს.
თუ, ვითომ ახლა ოპოზიციაში გადაბარგებული გახარია, არ იყო ამ რეზინის ტყვიების ავტორი, მაშინ ის ახლა უნდა ამბობდეს, რომ მას უბრალოდ არც არავინ არაფერი ჰკითხა. ეს მას მისცემდა საშუალებას, რაღაცნაირად ჩამოიბანოს ეს ჭუჭყი, რომელიც მას აქვს. ეს ბრძანება ან მან გასცა, ან მასზე აქვთ ისეთი კომპრომატი, რომლის გამოც არ აქვს თქმის უფლება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ქვეყანაში არის ფაქტობრივად დიქტატურა და არ გამიკვირდება, თუ მეცოდინება, რომ ივანიშვილის რომელიმე გოშიამ, დაცვის უფროსმა ან ბანკი ქართუს დაცვის უფროსმა, ყველა მაღალ თანამდებობებზე არიან ახლა, გასცა ბრძანება" .- ამბობს მაქარაშვილი.